დიდი ალბათობით, ივნისის დასაწყისში მივიღებთ დამატებით 250 ათას დოზა „სინოფარმს“ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, ქვეყანა „სინოფარმის“ დამატებით 250 ათას დოზას ივნისის დასაწყისში მიიღებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ე.წ. გარანტირებული მარაგია.

„გარანტირებული მარაგის თვალსაზრისით, შემოსული და ხელუხლებელია 43 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“, რომელიც იმ დოზებთან ერთად გამოიყენება, რომელიც არსებობს წინა 43 ათასიდან. შემოსულია „სინოფარმი“, რომელიც გამოიყენება. არის „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა, რომელიც განსაზღვრული იქნება 50 ათასი მოქალაქისთვის.

რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს „სინოფარმის“ დამატებითი დოზის მოწოდების თარიღები. ეს, დიდი ალბათობით, უნდა იყოს ივნისის დასაწყისი – პირველ ეტაპზე დაახლოებით 250 ათასი დოზა, შემდეგ კიდევ 250 ათასი. გარდა ამისა, მოლაპარაკები რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.