„დიდი დალევა“ აცრის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არაა. 1 ჭიქა შეგიძლიათ - გამყრელიძე

პუბლიკა

„ის, რაც ქართველებს გვიყვარს, „დიდი დალევა“ ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის”, – განაცხადა შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

„ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი – როდის დავლევ? ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ: ის, რაც ქართველებს გვიყვარს, „დიდი დალევა“ ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის. მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ, როცა გნებავთ, არ აქვს მნიშვნელობა, ზომიერების ფარგლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.