ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს ცენტრისტი პოლიტიკოსი ბუქარესტის მერი, ნიკუშორ დანი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
ეგზიტპოლის თანახმად,ნიკუშორ დანმა ხმების 54.9% აიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა 45.10%.
მედიის ცნობით, დენმა უკვე გამოცხადა თავი გამარჯვებულად.
დღეს, 18 მაისს, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს ჯორჯე სიმიონი და ნიკუშორ დანი დაუპირისპირდნენ. 4 მაისს გამართულ პირველ ტურში ჯორჯე სიმიონი პირველ ადგილზე გავიდა და ხმების 40,96% აიღო, ხოლო ნიკუშორ დენმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია – 20,99% და მეორე ადგილი დაიკავა.