ენმ-ის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა

პუბლიკა

პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნები დასრულდა. შედეგები პარტიის ოფისში საარჩევნო შტაბის უფროსმა, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა. კობა ნაყოფიას თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი – 40%. პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

ხმები ასე გადანაწილდა:

ნონა მამულაშვილი -1537 ხმა,3,73%;

ნიკა მელია – 16476 ხმა,  40%;

გიორგი მუმლაძე – 1516 ხმა, 3.68%;

ლევან ხაბეიშვილი – 21636 ხმა, 52,58%.

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს მიმდინარეობდა და კენჭისყრა დღეს დილით 10 საათზე შეწყდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით წარმოებდა. დილის 9 საათის მონაცემებით, არჩევნების პროცესში მონაწილეობა 42 ათასამდე ადამიანმა მიიღო.