ენმ-ის თავმჯდომარის ასარჩევად ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყება და 30-ში დასრულდება - მელია

პუბლიკა

ნიკა მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემა 28 იანვრის 10:00 სთ-ზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 სთ-ზე დასრულდება.

მისი თქმით, 48 საათში 7 173 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.

„რეგისტრაცია გრძელდება 26 იანვრის 10:00 საათამდე. უზრუნველყოფილია რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიისა და ხმის ფარულობა, რაც ნიშნავს, რომ არავის ექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა (ვის მისცა ხმა)”, – აცხადებს მელია.