ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო პრეზიდენტი აუქმებს ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს  ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას.

„ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას – გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია!“, – ნათქვამია განცხადებაში.