„ევროპის სახალხო პარტია“ – ყველაზე დიდი პარტია ევროპარლამენტში ევროკავშირს მოუწოდებს, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მის ხელშემწყობ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევაში საქართველოში.
EPP-ის გაცხადებაში წერია:
„ქართველი ხალხი იმსახურებს დემოკრატიას და არა ავტოკრატიას. მათ სურთ ევროპაში ინტეგრაცია და არა იზოლაცია. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში და მოვუწოდებთ ევროკავშირს, სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს საქართველოში.
მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას თავისი თავისუფლებებისა და ევროპული მომავლისთვის, ოლიგარქი ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბერს რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე კიდევ ერთი ყალბი არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა ჰქონდა და რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ბოლოდროინდელი დაპატიმრებები და დევნის მუქარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროდასავლური ოპოზიციის აღმოფხვრას და საზოგადოებაში სრული შიშის დათესვას.
ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები და პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუწესოს მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილის და მის ხელშემწყობ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევაში საქართველოში“.