ეროვნულ გალერეაში მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ავტოპორტრეტის ნაცვლად წარწერა გააკეთა

პუბლიკა

„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ასეთი წარწერა დატოვა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში, სადაც დღეს ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა წარწერა ავტოპორტრეტის ნაცვლად გააკეთა.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ თბილისის სამხატვრო აკადემიის 100 წლისთავს მიეძღვნა, ის XIX საუკუნიდან დღემდე სხვადასხვა თაობის ქართველ მხატვრებს აერთიანებს. გამოფენის კურატორი ქეთევან შავგულიძეა.