ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება - გიორგი გახარია

პუბლიკა

დღეს გიორგი გახარიამ კანცელარიაში სპეციალურ სხდომაზე შეზუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმა წარმოადგინა. სხდომის დასრულების შემდეგ კი კანცელარიის შენობაში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, განათლების სისტემის ამუშავების გეგმის პრეზენტაციას მთავრობა ცალკე გამართავს, თუმცა დაბეჯითებით განაცხადა, რომ არ გამოცხადდება აკადემიური წელი და ეროვნული გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება.

„განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება. ეს დიდი და მნიშვნელოვანი თემაა. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. განათლების სამინისტრო ეფექტურად გაუმკლავდა შეზღუდვებს. ამასთან ერთად ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება. ჩატარდება და აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი გამოცდების ჩატარების იქნება შენარჩუნებული”, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, სწავლა სკოლებში 1 სექტემბრამდე არ განახლდება.