ერთხელ პუტინიც ახსენე ირაკლი, ნამდვილი მტერი - კინზინგერი კობახიძეს

პუბლიკა

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ირაკლი კობახიძის კომენტარს ეხმაურება.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ სააკაშვილის შესახებ მაია სანდუსა და ვოლოდომირ ზელენსკის განცხადებებს უპასუხა და უკრაინისა და მოლდოვის ლიდერები გააკრიტიკა.

კინზინგერი კობახიძეს მისი კომენტარის პასუხად მიუთითებს, რომ თავის განცხადებებში ერთხელ ქვეყნის რეალური მტერი ვლადიმერ პუტინიც ახსენოს.

“ახლა პუტინიც ახსენე, ერთხელ მაინც, ირაკლი… ხომ იცი შენ ის ტიპი, ვინც შენს ქვეყანაში შემოიჭრა, დახოცა ხალხი და მისი ტერიტორიები კვლავაც ოკუპირებული აქვს? შენი ნამდვილი მტერი… კარგი?!” – წერს კინზინგერი Twitter-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი გადაუვადონ ან საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ, მის მოწოდებას შეუერთდა მაია სანდუც.

მათ საპასუხოდ კი კობახიძემ თქვა, რომ ზელენსკის პოზიცია ვერ იქნება მნიშვნელოვანი, რადგან მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში “სააკაშვილის ჩამოყვანაში”, სანდუს კი თავად ჰყავს ყოფილი პრეზიდენტი დაკავებული. თუმცა მოლდოვის ყოფილი ლიდერი იგორ დოდონი ამჟამად თავისუფალია.