ესპანეთთან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედებაზე აქტიურად ვმუშაობთ - ქვრივიშვილი

პუბლიკა

„ესპანეთთან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედებაზე აქტიურად ვმუშაობთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მინისტრის მოადგილე ესპანეთის ელჩის მ.შ. საქართველოში ხორხე ლუსინის შეხვდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განხცადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ესპანეთის ელჩს გააცნო საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული ვითარება, მათ შორის, დარგში Covid-ის მართვის კუთხით.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ესპანეთთან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში.