თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქციაზე პოლიციამ 7 პირი დააკავა.
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობა“ LGBTQ+ თემის მხარდამჭერთა წინააღმდეგ ჰომოფობიურ აქციას მართავდნენ.
ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მათ მიიტანეს ბანერები ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი წარწერებით: „LGBT ელჩებო, შორს ბინძური ხელები ბავშვებისგან“, „არა ევროსოდომს!“ და სხვა.
აქციის მონაწილეები ევროკავშირის დროშის დაწვას აპირებდნენ, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 7 მონაწილე, მათ შორის ჰომოფობიური, ძალადობრივი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავა.
ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.