„ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება.

„აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. ეტაპობრივად ემატება ამცრელი ბრიგადები როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. კარგი იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში მოცვა. საშუალო მაჩვენებელი ბოლო 3-4 დღის განმავლობაში დღეში 20 ათასი იყო. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად მოხერხდება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება. იხსნება კიდევ დიდი სივრცეები და 15 აგვისტოდან მეორე დოზებზეც დაიწყება რეგისტრაცია „ფაიზერით“ ვაქცინისთვის. ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები“, – განცხადა გაბუნიამ.