ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მინდა, გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო“, – წერს მაჭავარიანი.

ივანე მაჭავარიანი მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში წარმატებას უსურვებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“…

Posted by ივანე მაჭავარიანი Ivane Matchavariani on ოთხშაბათი, 31 მარტი, 2021

ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 2018 წლის 12 ივნისს დაიკავა, ვიცე-პრემიერის პოსტი კი – 2021 წლიდან.

ივანე მაჭავარიანი უკვე მეორე მინისტრია, ვინც ბოლო 2 თვის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტი დატოვა.