ფონიჭალაში ახალგაზრდა ქალმა 30 წლამდე მამაკაცი დაჭრა

პუბლიკა

ფონიჭალაში ახალგაზრდა ქალმა 30 წლამდე მამაკაცი დაჭრა. ქალი დაკავებულია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ახალგაზრდა ქალის შეყვარებულია. ადგილობრივების თქმით, წყვილს შორის ჩხუბი სტუმრად ყოფნის დროს დაიწყო, რასაც დაჭრა მოჰყვა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.