Friends: The Reunion-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა

პუბლიკა

HBO Max-მა პოპულარული ამერიკული სიტკომის, Friends-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა.

 

ტრეილერიდან ვიგებთ, რომ სპეციალური ეპიზოდი განსხვავებული ფორმატის იქნება და საკუთარ პერსონაჟებსა და სერიალზე, თავად მსახიობებიც ილაპარაკებენ.

პროექტს დაუბრუნდა ექვსივე მთავარი როლის შემსრულებელი, მათ გარდა სპეციალურ ეპიზოდში გამოჩნდებიან – ლედი გაგა, ჯასტინ ბიბერი, რიზ უიზერსპუნი, BTS, ჯეიმს კორდენი, კიტ ჰარინგტონი, დევიდ ბეკჰემი და სხვები.

Friends-ის სპეციალური ეპიზოდი სტრიმინგის სერვისზე 27 მაისს გამოვა.

შეგახსენებთ, რომ Friends-ის პრემიერა 1994 წელს შედგა და 10 სეზონი NBC-ზე გამოვიდა. სერიალის 236 ეპიზოდის დებიუტი Netflix-ზე 2015 წელს შედგა, რის შემდეგაც შოუმ ახალი თაობის თაყვანისმცემლები შეიძინა. Friends-მა Netflix 2019 წელს დატოვეს და HBO Max-ზე გადავიდნენ 2020 წელს.