გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც – 4 400 საწოლიდან 3600 არის დაკავებული – გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გაიზარდა ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა. დღესდღეობით 4 400 საწოლიდან უკვე დაკავებულია 3 600 საწოლი.

„ორკვირიანი საშუალო დადებითობის მაჩვენებელი რჩება 4%-ს ქვემოთ, ჯერჯერობით, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე საკმაოდ მაღალია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ზუსტად, ზედმიწევნით დაცვა . რა თქმა უნდა, გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც. 4 400 საწოლიდან 3600 არის დაკავებული, მათ შორის 500-ზე მეტი პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, 90-მდე პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებებში, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება და ასევე არიან პაციენტები კოვიდსასტუმროებში. კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისში“, – განაცხადა გაბუნიამ.