გამარჯვებულმა დამარცხებულისთვის უნდა შექმნას ღირსეული პლატფორმა, ამ პროცესში დამარცხებულის მხარეს ვიქნები - წითლიძე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე ეხმაურება თავმჯდომარის შიდაპარტიულ არჩევნებს, რომელშიც ლევან ხაბეიშვილმა  გაიმარჯვა. წითლიძე აღნიშნავს, რომ გამარჯვებულმა უნდა შეძლოს დამარცხებულისთვის ღირსეული პლატფორმის შექმნა პარტიის შიგნით, „ამ პროცესში მე ვიქნები დამარცხებულის მხარეს“.

„ახლა მთავარია, პარტია დამშვიდდეს. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვის მისცა ხმა, ერთიანობა არის მთავარი. არც იმას აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ თუ არა შედეგი. ამომრჩეველმა გადაწყვიტა ასე და კეთილი ინებეთ, პატივი ეცით, ნიშნისმოგებების გარეშე. გამარჯვებულმა უნდა შეძლოს დამარცხებულისთვის ღირსეული პლატფორმის შექმნა პარტიის შიგნით. ამ პროცესში მე ვიქნები დამარცხებულის მხარეს“, – წერს წითლიძე Facebook-ზე.

დეპუტატმა Facebook-პოსტში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს მიმართა.

„ნიკა მელია – დიდი იმედი მაქვს შენი სწორი პოზიციის, მეც და იმ ათასობით ამომრჩეველსაც ვინც შენ მოგცა ხმა.

რეალურად ეს გამარჯვება საზეიმო კი არა უდიდესი პასუხისმგებლობა არის. ლევან, გილოცავ, წარმატებები, გამარჯვებები. უპირველესი რაც უნდა შეძლო არის ყველას გაერთიანება მიუხედავად იმისა, ვინ ვის მისცა ხმა. ეს გვჭირდება სწრაფად მწყობრში ჩასადგომად“, – წერს ანა წითლიძე.