გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში სხვა მოქალაქეების ჩართვის საკითხს განიხილავენ

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს, 19 მარტს აცრის მსურველთა რიცხვი „დავარდა“, რაც, მისი თქმით, მოსალოდნელი იყო.

გამყრელიძის ცნობით, პირველ დღეს აცრეს 727 ადამიანი; მეორე დღეს – 720; 17 მარტს აიცრა – 1312; 18 მარტს – 735 და დღეს – 107.

გამყრელიძეს ჰკითხეს, სამედიცინო პერსონალის მხრიდან დაბალი მიმართვიანობის შემთხვევაში, განიხილავს თუ არა სამინისტრო და NCDC, აცრის საშუალება მიეცეს სხვა მოქალაქეებს.

„კი, გუშინ დაგეგმილი იყო ამ საკითხის განხილვა იმუნიზაციის საბჭოზე, მაგრამ ეს დამთრგუნველი ფაქტი მოხდა და სხვა საკითხებზე ვერ ვისაუბრეთ. ეს საკითხი, რასაც მეკითხებით, განიხილება და ეს განიხილება ჯერ სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოზე, მერე საკოორდინაციო საბჭოზე და მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა გამყრელიძემ.