განიხილება სხვადასხვა მექანიზმი იმის დასადასტურებლად, რომ პირს ნამდვილად ჰქონდა კოვიდი - აზარაშვილი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში იმ კატეგორიისთვის, ვინც უფასოდ იღებდა ტესტირების სერვისს ჯანდაცვის სამინისტროდან. ასევე აგრძელებენ კოვიდის ტესტირებას კომერციული ლაბორატორიები  და ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის.

„ტესტირებას რაც შეეხება, ამირან გამყრელიძემ გააკეთა რეკომენდაციის ხასიათის მოწოდება, რადგან „ომიკრონს“ აქვს სწრაფი გადადება და გავრცელება. იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა მივიდეს და კომერციული იქნება თუ უფასო ტესტირება, გაიკეთოს, თუ სურვილი ექნებათ ამის, შეუძლიათ, მივიდნენ, უბრალოდ, ნაკადებიდან გამომდინარე იყო ბატონი ამირანის მოწოდება.ეს იყო რეკომენდაციის ხასიათის.“

ჟურნალისტის შეკითხვაზე იმ შემთხვევაში თუ პირმა იცის რომ კოვიდი აქვს, მაგრამ ლაბორატორიაში არ მიდის იმიტომ, რომ რიგები აიცილოს თავიდან აისახება თუ არა ბაზაში? ან ამ შემტხვევაში როგორ დგინდება რომ პირს კოვიდი აქვს?

მინისტრი პასუხობს, რომ:

„არის სხვადასხვა მექანიზმი, რაზეც ვმუშაობთ, როგორ შეიძლება მოხვდნენ ისინი „მწვანე პასპორტის“ ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი. და აიღოს მწვანე პასპორტი.  არის სხვადასხვა მექანიზმი, რასაც ვიხილავთ და მოგვიანებით შეგატყობინებთ. შეიძლება, ანტისხეულების ანალიზი იყოს, ექიმის დადასტურება ან გადამოწმება,“ – განაცხადა აზარაშვილმა.