„გაუქმდეს კომენდანტის საათი“ | აქცია თავისუფლების მოედანზე

პუბლიკა

თავიუსფლების მოედანზე მოქალაქეები არიან შეკრებილები და ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ. აქცია 3 საათზე დაიწყო.

როგორც აქციის მნაწილეები ამბობენ, აქცია არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებული და მათ აქვთ ერთადერთი მოთხოვნა – „გაუქმდეს კომენდანტის საათი“. აქციაზე არ იგეგმება ასევე სიტყვით გამოსვლა.

„საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმოსვლის თავისუფლება არის კონსტიტუციით დაცული უფლება.

უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც სახელმწიფო ამ უფლებას გვიზღუდავს.
დღეს, როდესაც დღიური დადებითობის მაჩვენებელი იმაზე სამჯერ დაბალია, ვიდრე შეზღუდვების მოხსნის წინაპირობად იყო გაცხადებული, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი არგუმენტი, იმისათვის, რომ შეგვიზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, “- ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები გეგმავენ თავისუფკების მოედნის ცენტრში მდებარე ქანდაკების ტერიტორიაზე შეკრან წრე, შემდეგ კი დაბრუნდნენ თბილსიის საკრებულოს შენობის წინ.