ღონისძიებაზე დასასწრებ პირთა კატეგორიას ემატება ის, ვისაც COVID-19 ბოლო 6 თვის განმავლობაში აქვს გადატანილი

პუბლიკა

„სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან ბოლო 72-საათი განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ან ბოლო 24-საათში ჩატარებული ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი“, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატება ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19.

„არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებაზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან ბოლო 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან ბოლო 24-საათში ჩატარებული ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი.

საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile