გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტსა და გახარიას პარტიას დატოვებს

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის” წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ტოვებს პარლამენტის წევრის მანდატს, წყვეტს პოლიტიკურ საქმიანობასა და ტოვებს პარტიას. გადაწტყვეტილების მიზეზებზე ის facebook-პოსტში საუბრობს:

„ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ერთადერთი გარემოება: მაღალი პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც მაქვს ჩემი ამომრჩევლის წინაშე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს. სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით არ მეძლევა საშუალება ეფექტურად მოვახდინო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ჩემთვის, როგორც სახელმწიფო მოხელისთვის, ყოველთვის პრიორიტეტი იყო ხალხის ინტერესების მსახურება და არასდროს წარმოადგენდა რაიმე თანამდებობა თვითმიზანს…

აქვე გარკვევით მინდა განვმარტო, რომ არ ვგეგმავ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას და ვაპირებ საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში.

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, კოლეგებს, თანაგუნდელებს, ასევე ყველა ღირსეულ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვსაქმიანობდი წლების განმავლობაში საჯარო სექტორში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რის გამოც რთულ პოლიტიკურ პროცესებში შევედი და ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თანამოაზრეს. იმედს ვიტოვებ, საქართველო შეძლებს წინსვლას და მალე გახდება ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი!”, – წერს ის.