„გირჩი“ საარჩევნო კომისიებში ადგილებს ყიდის

პუბლიკა

„გირჩი“ საარჩევნო კომისიებში ადგილებს ყიდის. ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა ტვ პირველზე „დღის ამბებში“ ისაუბრა. მისივე თქმით, ადგილების გაყიდვის აუქციონი წარმატებით მიმდინარეობს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგვეყიდა 3800 ადგილი. აუქციონები არის საჯარო. საჯარო აუქციონებში მონაწილეობენ ჩვენი მხარდამჭერები. თბილისის აუქციონებზე საკმაოდ დაბალი იყო ფასი, სადღაც, 45 ლარი. ეს იმიტომ, რომ ვერ დაიჯერეს, რომ მართლა ვშვებოდით, მეორე დღეს კახეთში დიდი ბრძოლა გაჩაღდა და 100 ლარს გადასცდა“, – ამბობს მეგრელიშვილი.