„გუშინ ღამე გონება დავკარგე, ახლა ძალიან სუსტად ვარ“ - დღევანდელ პროცესს სააკაშვილი არ ესწრება

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე პენიტენციურის მიერ წარდგენილ ოქმში წერს, რომ გუშინ დაკარგა გონება, ძალიან სუსტადაა და სხდომაზე დისტანციურად ჩართვასაც ვერ შეძლებს.

„ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სხდომაზე ასევე წარდგენილი იყო „ვივა მედის“ ოქმი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პაციენტის ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს.