„გუშინ ვიხილეთ ღიმილისმომგვრელი კამპანია „TV პირველის“ მხრიდან“ - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელემომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში ტელეკომპანია „პირველის“ შესახებ ისაუბრა.

სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას გუშინ მიუვიდა. პროკურატურა ტელეკომპანიისგან მოითხოვს რეპორტაჟში მითითებული, კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობას და წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ კონვერტს ან სხვაგვარ შეფუთვას, რომელშიც მოთავსებული ეს მოწყობილობა.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ აბსოლიტურად ღიმილისმომგვრელი კამპანია „TV პირველის“ მხრიდან. მკაფიოდ გაკეთდა განცხადება თავიდანვე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არავითარ შემთხვევაში ამ იძულების პროპორციულ ზომაში [რაც ეწერა განჩინებაში] არ იგულისხმებოდა… კაპანია აწიეს იქ ტელევიზიაში შეჭრაზე, ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე. უამრავი ფაქტი იყო ასეთი 2012 წალმდე სამი ტელევიზია მიითვისეს ზუსტად ასეთი მეთოდებით.

იძულება არ არის ძალადობა. მარტივი მანიპულაციაა იძულება გადათარგმნეს ძალადობად. იძულებაში იგულისხმება რა რომ, როდესაც შენ გჭირდება რაიმეს ამოღება ზომა ვერ დაკონკრეტდება წინასწარ, ამიტომაც გამოიყენება შაბლონური ფრაზა, შეიძლება უამრავი ვარიაცია ჰქონდეს სამართალდამცავს იმისათვის რომ საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს არის უზოგადესი ფრაზა, რომელიც გვხვდება ყველა ასეთ დოკუმენტში.

პროკურატურამ გააკეთა ორჯერ განცხადება იმასთან დაკაშირებით რომ იძულების პროპორციული ზომა არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს რაიმე ტიპის მითუმეტეს ძალადობას მედიის წარმომადგენლების მიმართ. ყველამ კარგად იცოდა, რომ არავითარი საფრთხე რომელიმე ტელევიზიაზე და მითუმეტეს ამ შემთხევაში „TV პირველზე“ შესვლის არ არსებობდა. ორი განცხადებაც რომ არ გაკეთებულიყო ეს იყო ისედაც ნათელი ჟურნალისტებისთვის, ომბუდსმენისთვის თუ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. როცა მოლოდინი გაქვს ნულოვანი და მაინც სპეკულირებ ეს არის შემაშფოთებელი, ცალსახად მინდა გითხრათ, “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე შეუძლია თუ არა მას იყოს გარანტორი რომ ძალოვანი სტრუქტურები არ შევლენ ტელევიზიაში, კობახიძე პასუხობს: „ რა თქმა უნდა. ამის გარანტიის მიცემა შემიძლია იმით, რომ დღეს საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. არცერთი პრეცედენტი  2012 წლიდან მოყოლებული რომელიმე ტელევიზიაში შევლის არ ყოფილა, რადგან დაცულია, განსხვავებით წინა პერიოდისგან, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი.