გვაქვს იდეა და გვინდა, გკითხოთ, კვირაში 2 დღე ხომ არ ავკრძალოთ მანქანები – კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული შეზღუდვების შემდეგ 2019 წლის მარტის მონაცემებთან შედარებით, 2020 წელს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დედაქალაქში და ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მკვეთრად შემცირდა.

„როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა და შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ მუშაობას, გვაქვს იდეა და გვინდა, უბრალოდ, კითხვის სახით დავსვათ ეს ჩვენი იდეა. მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. კვირაში ორი დღის განმავლობაში, მაგალითად, შაბათ-კვირას, ხომ არ გავაკეთოთ აკრძალვა კერძო ავტომობილების და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა შესაძლებელი იყოს, აუცილებლობის შემთხვევაში, გადაადგილება როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს იდეაა და ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდება დახვეწა. ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ასევე, გვექნება ინტერაქტივიც. თუმცა ვნახოთ, თუ საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, რომ შევინარჩუნოთ ეს მონაცემები, რაც არის დღეის მდგომარეობით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. დარგის სპეციალისტები ხუმრობენ, რომ თბილისში ისეთი ჰაერია, როგორც ბახმაროშიო. ალბათ, ყველა ადამიანი ამჩნევს ამას და სჭირდება მოფრთხილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile