გვაქვს მოლოდინი და ინფორმაციაც კი, რომ ოპოზიცია 2-3 დღეში გადმოდგამს კომპრომისულ ნაბიჯს - მდინარაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარეძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკული საკითხები და დიალოგის თემა. ასევე, ვაქცინაციის საკითხზე, თუ რა ეტაპზეა ქვეყანა და ეკონომიკური აღგენის გეგმაზე.

„ვისმჯელეთ ასევე პრესის,  „წითელი პრესის“ დღეს როგორც ვთქვი, საინფორმაციო ტერორზე. ასევე, საარჩევნო რეფორმაზე და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე.  რეფორმაზე და ეუთოოდირის რეკომენდაციებზე.

რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, იცით, რომ აქტუალურია ძალიან დიალოგის საკითხი.  ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული შესაძლოა ინფორმაციებიც კი, ვთქვათ ეს გულწრფელად და გუხადილად, რომ უახლოესი დღეებში, მომდევნო ორი- სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც როგორც ჩვენ ვამბობდით, იქნება ნამდვილად კომპრომისული, პრაგმატული და შესაძლებელი იქნება მსჯელობაა.

ე.წ. კომპილაციური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს 6 სხვადასხვა პუნქტს,  აქედან არის საკითხები რაზედაც შეუძლებელია მსჯელობა, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ შეიძლება ამაზეც ვილაპარაკოთ. არის საკითხები, რაზეც ამ დათქმების გარეშეც შეიძლება მსჯელობა და არის საკითხები, რომელიც უკვე რეალიზებაში და მოქმედებაშია მოყვანილი, მაგალიღად, საარჩევნო რეფორმა, “- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.