იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 21.7%-ით მეტია - საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 481.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 2 275.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27.8%-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტი – 5 206.0 მლნ. აშშ დოლარს (19.3%-ით მეტია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ივლისში 2 930.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2%-ია.