ინფიცირებულთა ზრდის მთავარი „ბუსტერი“ არაა ტურიზმი, მთავარი „ბუსტერია“ ქორწილი, დიდი თავშეყრა - გაბუნია

პუბლიკა

„ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერა დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრულად, ბევრი სხვა ფაქტორია. მთავარი „ბუსტერი“ არ არის ტურიზმი, მთავარი „ბუსტერი“ არის ქორწილი, დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

„დღეს მიმდინარე ღონისძიებები გარკვეული წესების დაცვით იმართება. მთავარი რისკი არის იქ, სადაც იმ წესების დაცვა არ და ვერ ხდება. ეს იწვევს სწორედ ინფექციის გავრცელებას, თორემ, რაც წინასწარ დაგეგმილია, სადაც ადამიანების რაოდენობა განსაზვრულია და დისტანცია, წესია დაცული, ის „ბუსტერს“ არ ქმნის ინფექციის გავრცელების კუთხით. უკონტროლო გავრცელება არის იქ, სადაც არის, გარკვეულწილად, ოჯახური თავშეყრა და წესებს არ იცავენ. ეს არის ყველაზე საშიში“, – განაცხადა გაბუნიამ.