IPSOS-ის კვლევა: ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ოცნებას" ხმას 35% მისცემს, „ენმ“ - 30%

პუბლიკა

„მთავარი არხი“ IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? (მთელი ქვეყნის მასშტაბით) – IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია:

“ქართული ოცნება” – 35 %

“ნაციონალური მოძრაობა” – 30%

“საქართველოსთვის” – 9 %

“ევროპული საქართველო” – 4%

“ხალხისთვის” – 4%

“ლელო” – 3%

“მესამე ძალა” – 3%

“ლეიბორისტული პარტია” – 3%

“გირჩი – მეტი თავისუფლება” – 2%

“პატრიოტთა ალიანსი” – 2%

“დროა” – 1%

“მოქალაქეები” – 1%

სხვა პარტიები – 3%

კვლევა ჩატარებულია „მთავარი არხის” დაკვეთით. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს არის ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები. ანუ აქ ასახულია იმ რესპოდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას და აქვეა გადანაწილებული იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ თავიანთ ფავორიტს, მაგრამ დამატებითი კითხვების მეშვეობით კვლევის ავტორებისთვის ნათელი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით IPSOS-ის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.  ჩატარების მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ