ირაკლი კობახიძემ წერტილი დაუსვა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს - იონათამიშვილი

პუბლიკა

უმრავლესობი წევრი, დეპუტატი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით წერტილი დაუსვა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს.

მისი თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ყველა სახის პროვოკაციული განცხადება ციფრებით და სტატისტიკური მონაცემებით გააქარწყლდა.

„ირაკლი კობახიძემ წერტილი დაუსვა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს და ჩვენ ეს სიმართლე ცხადია ისედაც ვიცოდით.

უბრალოდ თუ სადმე რჩებოდა სივრცე სპეკულაციისთვის და მანიპულაციისთვის, ფაქტობრივად ფაქტებით და ციფრებით მოხდა გაქარწყლება ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული განცხადებისა.

თუ ამის შემდეგ კიდე ვინმე გაბედავს და იკადრებს, გააგრძელებს ისევ ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, ამით ისევ საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენს,” – აცხადებს რატი იონათამაშვილი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ორი დღის წინ CNN -ის ეთერში ჟურანლისტის მიერ ვროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ შეკითხვას. 

„როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ.

ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა.

ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება, “- დაწერა ირაკლი კობახიძემ.