ავტორი: აითან ფარჰადოვა
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა 8 აგვისტოს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა 2026 წლის დასაწყისში მიმდინარე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ომის ყველაზე მძიმე პერიოდში ირანს არა მხოლოდ დახმარება გაუწია, არამედ ქვეყანაში რუსული ტვირთების შეტანასაც შეუწყო ხელი.
ირანსა და აზერბაიჯანს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობები ომის დროს კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც მარტში უპილოტო საფრენმა აპარატებმა აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჭევანზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. თეირანი დღემდე უარყოფს, რომ დრონები ირანიდან იყო გაშვებული.
ფეზეშკიანის თქმით, კონფლიქტის დასაწყისში აზერბაიჯანმა თავდაპირველად გზები ჩაკეტა და ირანული ბანკები დახურა. თუმცა, მალევე ირანელი ოფიციალური პირები აზერბაიჯანელ კოლეგებს დაუკავშირდნენ და „ორ საათზე ნაკლებ დროში ყველაფერი ხელახლა ამოქმედდა – ბანკიც, საელჩოც და გზაც“.
ფეზეშქიანს არ დაუსახელებია იმ პირების ვინაობა, რომლებიც სავარაუდოდ ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ.
„ისინი გვეხმარებოდნენ და მხარს გვიჭერდნენ ყველაფერში, რაც გვჭირდებოდა, იქნება ეს რუსული პროდუქცია თუ მათი საკუთარი“, – თქვა ფეზეშკიანმა.
„თურქმენეთთან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ, რუსეთმა და ერაყმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში, გარკვეული პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, დიალოგი და ურთიერთობა არ შეწყვეტილა“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ უხსენებია თავდასხმები, ფეზეშკიანმა აღიარა, რომ ირანმა იერიში მიიტანა იმ ქვეყნებზეც, რომლებიც ამ ომში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ.
„მართალია, ეს ქვეყნები უშუალოდ არ დაგვსხმიან თავს, თუმცა მათი ტერიტორიებიდან განხორციელებულ იერიშებს უპასუხოდ ვერ დავტოვებდით, რეაგირება აუცილებელი იყო, რათა მსგავსი ნაბიჯები მომავალში აღარ განმეორებულიყო“, – განაცხადა ფეზეშკიანმა.
10 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფეზეშქიანს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მისამართით გამოთქმული „თბილი და გულწრფელი სიტყვებისთვის“.
ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი და ირანი „ყოველთვის იდგნენ ერთმანეთის გვერდით რთულ და მძიმე დღეებში“. მან დასძინა, რომ „ჩვენს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის თავისი ძმა ირანელი ხალხის გვერდით დგას“.
ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი და ირანი „ყოველთვის იდგნენ ერთმანეთის გვერდით რთულ და მძიმე დღეებში“. მისივე თქმით, „ჩვენს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის თავისი მოძმე ირანელი ხალხის გვერდით დგას“.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.