IRI-ის კვლევა: მოსახლეობის ფავორიტები არიან ილია II, კახა კალაძე და გიორგი გახარია

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, 88%-იანის შედეგით, ყველაზე რეიტინგული ფიგურა კვლავ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ა.

58%-იანი შედეგით მას მოსდევს დედაქალაქის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე, 56%-ით ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია, ხოლო 40%-ით პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. 2021 წლის აპრილის კვლევის შედეგებით პოლიტიკოსებს შორის გიორგი გახარია ლიდერობდა, მას კი კახა კალაძე და დავით ბაქრაძე მოსდევდნენ.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გამოკითხულთა 54% უარყოფითად აფასებს, ასევე 54%-იანი უარყოფითი შეფასება აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას, რომელსაც გამოკითხულთა 39% აფასებს დადებითად.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.