ირმა ინაშვილი ტელეკომპანია „ობიექტივში“ გადაცემით ბრუნდება

პუბლიკა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ტელევიზიაში ბრუნდება. ინაშვილი Facebook-ზე წერს, რომ 14 აპრილიდან ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გადაცემას წაიყვანს.

„14 აპრილიდან შევხვდებით „ობიექტივის“ ეთერში! ყოველ ორშაბათს და პარასკევს, 22 საათსა და 30 წუთზე ეთერში იქნება სტუდია #8, ირმა ინაშვილთან ერთად“, – წერს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი.

14 აპრილიდან შევხვდებით “ობიექტივის” ეთერში! ყოველ ორშაბათს და პარასკევს, 22 საათსა და 30 წუთიდან ეთერში იქნება სტუდია #8, ირმა ინაშვილთან ერთად!!! ❤

Posted by ირმა ინაშვილი on Sunday, March 28, 2021