ისრაელმა საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ“ სიაში გადაიყვანა - საელჩო

პუბლიკა

საქართველოში ისრაელის საელჩოს ცნობით, ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ“ ქვეყნებში გადაიყვანა.

საელჩოს განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ საქართველოში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს).

„აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან“, – აცხადებს ისრაელის საელჩო საქართველოში.


ისრაელმა საქართველო „წითელ სიაში“ 23 ივლისს შეიყვანა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 60 ადამიანი გარდაიცვალა და გამოვლინდა ინფიცირების 5924 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4777 ადამიანი.