„ევროპის სახალხო პარტიის” წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ მოსაზრება გამოაქვეყნა.
მასში ვკითხულობთ:
„ზამთრის 100 დღე-ღამეზე მეტია, საქართველოს ყველაზე მტკიცე მოქალაქეები წინააღმდეგობას უწევენ ბიძინა ივანიშვილის პრო-რუსულ რეჟიმს. მათი მშვიდობიანი ბრძოლა მიდის მარტივ, მაგრამ საკვანძო არჩევანამდე: დაუბრუნდნენ რუსეთს თუ წავიდნენ ევროკავშირისკენ. კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა სათანადო საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. მაგრამ საქართველოს ამის მისაღწევად ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება.
თბილისიდან ევროკავშირის დედაქალაქებისა და ევროკომისიის მიმართ მესიჯი ნათელია: საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ევროპის ფართო წინააღმდეგობის განუყოფელი ნაწილია.
საქართველოს მხარდაჭერით ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ უკრაინას, მოლდოვას და სომხეთს, არამედ ვაძლიერებთ ევროკავშირს და შესაბამისად, ვიცავთ ჩვენს თავს.
ვაშინგტოში ბოლოდროინდელი ისტორიული ცვლილება ვერ ასუსტებს თავისუფლებისმოყვარე ქართველების გადაწყვეტილებას, დაიცვან თავიანთი ქვეყანა მცდელობებისგან, საქართველო მოექცეს კრემლის გავლენის ქვეშ და შეჩერდეს მისი ევროპული გზა.
ხალხის გადაწყვეტილება ურყევია. თუმცა, საქართველოში ვითარება მძიმეა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და მოქალაქეები, რომლებიც ამას აპროტესტებენ, ერთმანეთისგან ძალიან არიან დაშორებულები. ბიძინა ივანიშვილს ევროპა არ აინტერესებს. ევროკავშირის წესები და ღირებულებები ეწინააღმდეგება მის მიზნებს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დაიცვას ის მილიარდები, რომელიც მან რუსეთში იშოვა.
ბიძინას ინტერესები ემთხვევა კრემლისას, რაც ართულებს ეფექტიანი ბერკეტის მოძებნას, რომელიც აიძულებს რეჟიმს, ჩაატაროს თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, რათა გამოჩნდეს ქართველი ხალხის ნება მათ მომავალთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ არიან ერთიანები საქართველოს შესახებ.
ცუდი ამბავი
ვიქტორ ორბანის უნგრეთი არის საქართველოს რეჟიმის უძლიერესი მოკავშირე ევროკავშირში, რომელიც აქტიურად ძირს უთხრის კოლექტიურ ძალისხმევას. ცნობილი დივერსანტი უნგრეთი ბლოკავს ერთობლივ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის და იმ სხვა ფიგურების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე, დაპატიმრებებსა და პოლიტიკურ პატიმრობებზე.
ამას გარდა, ქვეყნების სხვა ჯგუფი ირჩევს, თვალები დახუჭოს რეჟიმის ავტორიტარიზმისკენ შეტრიალებაზე, პრიორიტეტად კი დემოკრატიულ ღირებულებებზე მეტად მოკლევადიან სტაბილურობას ისახავს, ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ პუტინთან 2022 წლამდე. მათი დამოკიდებულებები გამომდინარეობს ბიზნესინტერესებიდან და ევროკავშირის გაფართოების საკითხით დაღლილობისგან. სამწუხაროდ, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისთვის სამხრეთ კავკასია, მათ შორის საქართველო, რჩება შემდგომ განსახილველ საკითხად და კვლავ აღიქმება, როგორც ევროკავშირის ორბიტის მიღმა მყოფი ქვეყანა.
როგორც ყოველთვის, ბალტიის ქვეყნებს, ჩრდილო-ევროპულ ქვეყნებს და ნიდერლანდებს ვითარება ყველაზე უკეთ ესმით. დიდი იმედები მყარდება გერმანიის ახალ მთავრობაზეც.
საფრანგეთსაც მჭიდრო კავშირები აქვს სამხრეთ კავკასიასთან – როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევასთან, ისე – აქვს ისტორიული კავშირები სომხურ დიასპორასთან.
ვითარება კიდევ უფრო მყიფე გახდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონიდან შერეული სიგნალები წამოვიდა. საქართველოს პროევროპული მომავლის ძლიერი დამცველი აშშ დღეს ზღვარზეა. ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა გადამწყვეტია მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის, რომელსაც საფრთხე ემუქრება რუსეთის იმპერიული ექსპანსიის გამო. გამონაკლისი არც საქართველოა.
ბოლო დრომდე აშშ გადამწყვეტ როლს ასრულებდა დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ახლა USAID-ის საქმიანობის შეჩერებით, ეს მხარდაჭერა მთლიანად გაქრა.
მცირე პრობლემის გადაჭრის სანაცვლოდ აშშ-მ სასიცოცხლო მნიშვნელობის რამ გაწყვიტა – ეს ანგრევს საქართველოს პრო-დემოკრატიულ მოძრაობას მაშინ, როცა დახმარება ყველაზე მეტად არის საჭირო.
მე მაქვს გულწრფელი იმედი, რომ USAID-ის შეჩერება დროებითია და აშშ განაახლებს როლს დემოკრატიებისა და სამოქალაქო საზოგადოებების მთავარი მხარდამჭერისა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ავტორიტარიზმს.
უახლესი დარტყმა დემოკრატიას
როგორც ყველა ავტოკრატმა, ბიძინამაც დიდი ხნის წინ მიიტაცა ძირითადი სახელმწიფო მედიები. ბოლო თავდასხმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თავდასხმა დემოკრატიაზე იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ ლოიალური ბიზნესმენების მიერ საქართველოს მთავარი ოპოზიციური ტელეარხის, „მთავარის” ხელში ჩაგდება. არხმა ახლა მთლიანად შეწყვიტა მაუწყებლობა. სხვა დამოუკიდებელ მედიებს ნელ-ნელა ახრჩობენ, ემუქრებიან და რეპრესიებს უტარებენ. ათობით ჟურნალისტს თავს დაესხნენ და თვითნებურად დააკავეს. ზოგიერთი გისოსებს მიღმა საეჭვო მდგომარეობაში რჩება, მაგალითად, მზია ამაღლობელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.
[…]
დოლანდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი იმედია და ისინი ამას არ მალავენ. იმედი ვიქონიოთ, ვაშინგტონი მათ იმედებს გაუცრუებს.
რეჟიმი ლუკაშენკოს გზას მიყვება – ყოველდღე ცვლის კანონებს დემონსტრანტების შესავიწროებლად. ადამიანებს, რომლებიც პროტესტიდან სახლში ბრუნდებიან, თავს ესხმიან. თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები იწმინდება პროდასავლური ოფიციალური პირებისგან – ისინი არიან ბიძინას რეჟიმის მთავარი სამიზნეები.
შიში, აგრესია და ტყუილები – იგივე ცნობილი სახელმძღვანელო, რომელსაც იყენებენ კრემლთან დაკავშირებული რეჟიმები.
კვლავ არის იმედი?
ხალხი ხშირად სვამს ამ კითხვას.
ამ დროისთვის პასუხი არის დიახ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის უდავო ლიდერი გახდა. სიტუაციის სიმძიმე კარგად ესმით ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მათი როლი გადამწყვეტია. ისინი უკან არ იხევენ და მტკიცედ ამბობენ: „ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ უნდა დავიცვათ იგი“.
გაზაფხული მოდის
ქართველები მტკიცედ აცხადებენ: „გავუძელით ზამთრის ცივ დღე-ღამეებს ქუჩაში – უკეთ გავუძლებთ გაზაფხულს“.
მათ ესმით, რომ უკრაინის ბედი ახლა ისეთი გადამწყვეტია მათი მომავლისთვის, ვიდრე ოდესმე,
მომავალმა დღეებმა შეიძლება ყველაფერი ყველაფერი გადაწყვიტოს.
ჩვენი გზავნილი იგივეა, რაც ბრიტანეთის მთავრობას ჰქონდა1939 წელს: ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, „იყვნენ მშვიდად და გააგრძელონ”.