ივნისში ყველაზე მეტი თანხა - 129 მილიონი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა - ეროვნული ბანკი

პუბლიკა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 353.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.4%-ით ნაკლებია 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.1% 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 129.31 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა რუსეთის ფედერაციიდან. მეორე ადგილზეა იტალია 42.93 მილიონი აშშ დოლარით. მესამე ადგილს 38.73 მილიონი დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 20.28 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – გერმანია 20.19 მილიონი აშშ დოლარით.

2023 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 75.5 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.