ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა

პუბლიკა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ მე-9 დღეს შიმშილობა შეწყვიტა.

„ახლა წავიდა ექიმი და მისი კატეგორიული რეკომენდაცია იყო ანიზეც [წითლიძე] და თემურზეც [ჯანაშია], რომ ორივემ შეწყვიტოს შიმშილობა. თუმცა თემოსთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა კალიუმისა და ნატრიუმის ვარდნასთან მიმართებაში, რადგან გუშინ გადასხმის მიუხედავად, ეს მაჩვენებლები ძალიან მძიმეა. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებითა და ერთობლივი მოთხოვნით, თემურმა ახლა შიმშილობა შეწყვიტა“ – თქვა ხატია დეკანოიძემ „მთავართან“.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა პარტიის ორმა დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამა  უკვე შეწყვიტეს. ამჟამად, შიმშილობას მხოლოდ დეპუტატი ანი წითლიძე აგრძელებს.