jonson & jonson-ის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის ბოლოს უნდა შემოვიდეს - ჩხეიძე

პუბლიკა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა და იმუნიზაციის საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ  jonson & jonson-ის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის ბოლოს უნდა შემოვიდეს.

„ჯონსონის ვაქცინა უნდა შემოვიდეს არაუგვიანეს ოქტომბრის ბოლოს. სულ 50 000 დოზაზეა საუბარი, რაც 50 000 ვაქცინირებულ ადამიანს უდრის, ამ ვაქცინას აქვს დიდი კომფორტი, რაც ერთჯერადად ვაქცინირებას გულისხმობს“, – განაცხადა მან.


ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2192 პაციენტი, გარდაიცვალა – 56 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელია, დღიური – 6,47%, ბოლო 14 დღის – 7,31%, ბოლო 7 დღის – 7,2%

სულ ჩატარებულია 1 610 309 აცრა, დღიურად აცრილია – 19 148 ადამიანი;