კახა კუჭავა, იაგო ხვიჩია, პაატა დავითაია | ყველაზე არაცნობადი პოლიტიკოსების სამეული (IRI)

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, შეკითხვაზე, სმენიათ თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ საჯარო პირის შესახებ, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

მოსახლეობის ყველაზე მეტი, 25% ამბობს, რომ არ სმენია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის, პაატა დავითაიას შესახებ.  შემდეგი პერსონა, რომლის შესახებაც არ სმენია მოქალაქეთა 18%-ს, არის „გირჩის“ ლიდერი და დეპუტატი იაგო ხვიჩია. ყველაზე არაცნობადი პოლიტიკოსების სამეულში შევიდა მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კუჭავაც.


კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.