კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს, – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრი, ანიტა ანანდი Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, კანადა აშშ-სგან ამ სისტემას იყიდის და უკრაინას გადასცემს.
„ეს კანადის მიერ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველი უფასო მიწოდებაა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი საჰაერო დარტყმების პირობებში ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა დაეხმარება უკრაინული დასახლებული პუნქტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვაში დრონების, რაკეტებისა და თვითმფრინავების თავდასხმებისგან”, – წერს ის.
I spoke with Ukrainian Defence Minister @OleksiiReznikov this morning and heard it directly: air defence systems are Ukraine’s top priority. That’s why Canada is purchasing a National Advanced Surface-to-Air Missile System (NASAMS) from the United States to donate to Ukraine. pic.twitter.com/33bdHmcldb
— Anita Anand (@AnitaAnandMP) January 10, 2023