კანცელარიაში მსოფლიო დონის ვარსკვლავების საკონცერტო პროგრამაზე შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 2023 და 2024 წლებში დაგეგმილი მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების დღის წესრიგი განიხილეს დღეს პრემიერმა და ორგანიზაციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საკონცერტო პროგრამა განიხილეს და პროგრამის დღის წესრიგს გაეცნენ.

ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენაზე” გაიმართება.

კონცერტები 2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ასევე 2024 წელს არის დაგეგმილი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კონცერტების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან მიმდინარეობს და კონცერტების გამართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში მიეწოდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და „ბლექ სი არენას” დირექტორი ტატო ხარჩილავა.

LB loan image desktop LB loan image mobile