კანცელარიასთან შადრევნის წყლის შეღებვის გამო ჩვენი წევრები 5000 -5000 ლარით დააჯარიმეს - „დროა“

პუბლიკა

პარტია „ელენე ხოშტარია-დროას“ წევრები, ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, კანცელარიის წინ შადრევნის წყლის აკრილის საღებავით შეღებვის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს.

პარტიის წევრების დაჯარიმების შესახებ ინფორმაციას „დროას“ პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ისინი  ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდნენ. „დროას“ წევრებს ამის შესახებ დღეს, რამდენიმე წუთის წინ აცნობეს.


პარტია „დროას“ წევრებმა და აქტივისტებმა კანცელარიის წინ შადრევანი 18 ივლისს შეღებეს. აქტივისტების თქმით, მათ ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმის გამო.