კარანტინის წესების დარღვევისთვის უგულავა 2 000 ლარით დაჯარიმდა

პუბლიკა

გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით, 2 000 ლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

გიგი უგულავას  7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. გიგი უგულავამ მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომ აქციაზე მისვლის საშუალება მისცეს.

მოგვიანებით ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში PCR ტესტის პასუხი გამოაქვეყნა.