კარგია, რომ ყველა ასრულებს თავის პირობას - ვიოლა ფონ კრამონი მელიასთვის გირაოს გადახდაზე

პუბლიკა

ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა.

„მშვენიერია! კარგია იმის დანახვა, რომ ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა შეასრულა პირობა. შემდეგი ნაბიჯი მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება უახლოეს მომავალში. რამაც უნდა გაუხსნას გზა ყველას საპარლამენტო მუშაობისკენ 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.

დღეს „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ გაავრცელა. მელიას გასათავისუფლებლად პროკურატურამ ახალი შუამდგომლობით უნდა მიმართოს სასამართლოს და სასამართლომ მას პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოთი უნდა შეუცვალოს.