ხანძარი სამზარეულოში გაჩნდა, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები | პენიტენციური

პუბლიკა

საქართველოს პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

„სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს“, – ამბობენ პენიტენციურ სამსახურში.

#17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.

როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხანძრის შედეგად დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს.

მათივე ინფორმაციით, როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება ყველა მსჯავრდებულს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.