რუსთავის მე-17 ციხეში ხანძარია

პუბლიკა

რუსთავის მე-17 ციხეში ხანძარია. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ პირდაპირ ჩართვაში ჩანს ძლიერი დაკვამლიანება. არსებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა საპატიმროს სასადილოში.

ტელეკომპანიის ცნობით, შენობაში შევიდა რამდენიმე სახანძრო-სამაშველო მანქანა. „პუბლიკა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.