ხასაიას და ჩიქობავას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

პუბლიკა

აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას ადვოკატებმა აღმკვეთი ღონიძისძიოების შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

ამის შესახებ პუბლიკას ადვოკატმა გურო იმნაძემ დაუდასტურა, მისივე თქმით, ახლა სასამართლოს 72 საათი აქვს სამსჯელოდ, “რაც სავარაუდოდ ზეპირი მოსმენით არ შედგება”.

მოძრაობა „ხმის” წევრები – კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით 22 იანვარს დააკავეს, მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლომ მათ აღმკვეთის ღონისძიებად 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.