ხმაური ენმ-ის ოფისთან | შაკო კუჭაშვილის მოძრაობა ოპოზიციური პარტიის ოფისებთან აქციებს მართავს

პუბლიკა

პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული აქტივისტების მიერ შექმნილი მოძრაობა „წინ ‘სვლა“ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდა.

მოძრაობის წევრები დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისთან  აქციებს მართავდნენ.

მოძრაობა „წინ’სვლას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია შაკო კუჭაშვილი. მისი თქმით, აქციების მიზანია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს უთხრან, რომ იხელმძღვანელონ სახელმწიფო ინტერესებით და არა პირადი ინტერესით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამართულ აქციაზე მოძრაობის აქტივისტებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა და ხმაური ოფისთან.